Lady Gaga-ს რევანში Virgin Media Music Awards-ზე

მართალია Lady Gaga, Grammy Awards-ზე მშრალზე დარჩა, თუმცა პოპ მონსტრმა Virgin Media Music Awards-ზე მოახერხა საუკეთესო პოპ ალბომის ნომინაციაში გამარჯვება და მისი ალბომი Born This Way 2011 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა.

თუმცა სტეფანი მხოლოდ ამას არ დასჯერდა და ყველა იმ ნომინაციიდან მიიღო პრიზი, რომელზეც ნომინირებული გახლდათ. საბოლოოდ Lady Gaga-მ სახლში 5 ჯილდოს წაღება მოახერხა.

თუკი ვინმეს ეგონა, რომ Grammy Awards-ზე Adele-ს ტრიუმფის შემდეგ დედა მონსტრის ხანა დასრულდა გეტყვით, რომ მწარედ მოტყუვდით…

Leave a comment

Filed under სიახლეები

Leave a comment