Monthly Archives: February 2012

29.02.2012

დღეს ძალიან მაგარი დღე იყო ❤ სკოლაში გუშინ ჯუკასთან მივედი სიყვარული უნდა ამეხსნა და იქ მამაგეიშვილი თაკო და ჯუკას კლასელი თაკოც იდგა ჯუკას ვუთხარი გამოდითქო ერთი წამით.ჯუკა რომ გამოვიდა სიყვარულის ახსნა შემრცხვა და ვუთხარი ქართულის წიგნი ხო არ გაქთქო 😛 მაგ დროს თაკო მიყურებდა ალბათ ეგონდა მართლა სიყვარულს ვუხსნიდი ძაან დებილივით გამოვედი 😛 ხვალ ანუ პირველ მარტს ლიკუნას დაბადების დღეა დაბადების დღეს ექვსი თვეა ვგეგმავთ.მე ლიკუნდა ანი და ელენკა ავედიტ ლიკუნასთან წამოვიღეთ ტორტის გასაკეთებელი რაღაცეები და ჩავედით ბაიასთან  და დავიწყეთ ტორტის გაკეთება 🙂 მე ხან ჩემთან ჩამოვრბოდი ხან ბაიასთან ვიყავი იმიტომ რომ ჩემთან სტუმრები იყვნენ 🙂 ძალიან გავერთეთ მერე ანი და ელენკა რომ წავიდნენ ტორტისთვის უნდა გვეყიდა მე და ლიკას მოსართავები და სოფოსთან წავედით სოფოც წამოვიდა მერე ავედით პოპულში იქ არაფერი არ იყო მერე იოლში ჩავედით არც იქ იყო არაფერი მერე ქვედა პოპულში არც იქ იყო არაფერი მერე კივი ვიყიდეთ 🙂 

 

 

Leave a comment

Filed under პოსტები

aq mec var 🙂

Leave a comment

Filed under სიახლეები

Britney Spears ტაიმ-აუტს აიღებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპ პრინცესა Britney Spears-ი ტაიმ აუტს აიღებს და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კარიერულ სიახლეებს ვეღარ გავიგებთ.

 
ამის მიზეზი კი ოჯახი გახდა. შემსრულებელმა გადაწყვიტა 2012 წელი ოჯახს, შვილებს და მეუღლეს დაუთმოს. სცენას კი წლის მიწურულს, დეკემბერში დაუბრუნდება.
 
როგორც ცნობილი გახდა მომღერალი ჯერ არ აპირებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, იგი კიდევ ეპირებდა ერთი სინგლის გამოშვებას, თუმცა Britney-მ გადაწყვიტა ტაიმ-აუტამდე ბოლო ვიდეო კლიპი მისი საყვარელი სიმღერა ”Criminal” ყოფილიყო.

Leave a comment

Filed under სიახლეები

Madonna Is Back

პირველ რიგში გეტყვით რომ მადონას ახალი კლიპის პრემიერა შედგა 02.02.2012 -ში .კლიპის გადაღებები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მისი ექსკლუზიური პრემიერა კი 2 თებერვალს ”American Idol”-ის ეთერში მოხდა. ხოლო ვიდეოს სრული ვერსიის პრემიერა Madonna-ს ”YouTube”-ს ოფიციალურ არხზე 3 თებერვალს შედგა.საკმაოდ წარმატებული გამოდგა ვიდეო კლიპი, მან YouTube”-ზე 3 დღეში 8 მილიონამდე ნახვა დააგროვა.მადონა რამოდენიმე გამოტოვებული წლის შემდეგ დაბრუნდა MADONNA IS BACK

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის მთავარ მოვლენად საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში Madonna-ს ”Masterpiece”-ის გამარჯვება გახდა.

პოპის დედოფლის კონკურენტი ამავე ნომინაციაში Elton John-ისა და Lady Gaga-ს ერთობლივი სიმღერა გახლდათ.
 
Madonna-ს გამარჯვებამ განაწყენებული დატოვა Elton John-ი და მისი მეუღლე David Furnish-ი. ამ უკანასკნელმა აღშფოთება ვერ დამალა და განაცხადა ”მადონას ამ ნომინაციაში გამარჯვება ცხადყოფს თუ რა უღირსი დაჯილდოებაა ოქროს გლობუსი”. თუმცა სკანდალი მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. მანამდე დევიდმა Facebook-ზე პოსტი გააკეთა შემდეგი შინაარსით “Madonna. Best song???? Fuck off!!!”
 
არც მადონას დაუკლია კრიტიკა და ლედი გაგა გააკრიტიკა სამადლობელ სიტყვაში. დევიდმაც მის გამოსვლას სასოწარკვეთილი ქალის გამოსვლა უწოდა.
 
მადონამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ”არაუშავს, მომდევნო წლამდე დამელაპარაკება ელტონი, მე მას ვაღმერთებ და იმედი მაქვს სხვა ნომინაციებში მოახერხებს გამარჯვებას.”

ყველას სხვა აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით რომელია პოპის დედოფალი GAGA თუ Madonna

Leave a comment

Filed under სიახლეები

გვიან იქნება

როცა ამას წაიკითხავ ალბათ გვიან იქნება
მე ერთს გეტყვი ასე იყო
ღმერთმაც ასე ინება
მე ვერ შვცვლი ბედისწერას
ვერც გავკიცხავ ბედის მწერალს
მან ხომ ჩემი ბედისწერა პაპირუსზე დამიწერა
ცისარტყელით დამიფერა
ოცნებებით გამიბერა
პატარა რომ ვიყავი არ მესმოდა ცხოვრების 
კარგი იყო ბავშვობა ვარსებობდი ოცნებით 
მერე ცოტა გავიზარდე 
დავინახე რეალობა
ცოტა შიში,საფრთხე და ცოტა იდეალობაც
ახლა უკვე გავიზარდე
მივხვდი რისთვის ვიცხოვრე
ახლა გეტყვი რომ პირველად დახმარება ვითხოვე
ვიცი ალბათ გენატრები
ვიცი მკითხავ რად დაგტოვე
გეტყვი მქონდა მიზეზი
ვხვდები რისთვის მიცხოვრია
რისთვის მქონდა იმედი 
ახლა უკვე გვიანია ნუ იტირებ გთხოვ
ბედისწერა ჭკვიანია
თვითონ მართავს დროს..

ნინო  აღნიაშვილი

4 Comments

Filed under ლექსები

Madonna, Beyoncé, Lady Gaga და Adele – ვინ არის საუკეთესო?

Madonna, Beyoncé, Lady Gaga და Adele – ვინ არის საუკეთესო? – ამ შემსრულებლების ფანები ხშირად დაობენ იმის შესახებ თუ ვინ არის საუკეთესო. VH1-მა გადაწყვიტა გამოევლინა საუკეთესო ქალი შემსრულებლები. სიაში 100 შემსრულებელი მოხვდა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და გავიგოთ თუ ვინ გახდა პირველი ადგილის მფლობელი.

 
სიაში პირველ ადგილს ბოლო დროს პოპის არათუ დედოფლად, არამედ პოპის ქალღმერთად აღიარებული Madonna იკავებს, რომელმაც 2012-ში ახალი ალბომის გამოშვება გადაწყვიტა და თან ახალი ვიდეო კლიპიც შემოგვთავაზა.
 
მომდევნო პოზიციას Mariah Carey, იკავებს, ალბათ იმსახურებს მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის. მესამე ადგილზე Beyoncéგანთავსდა, რომელმაც ბოლო დროს სკანდალებით მოგვაბეზრა თავი, თუმცა მისი იმიჯი კვლავ ურყევია და თაყვანისმცემლებს არ კარგავს.
 
ბოლო დროს ისინი კონკურენტებად იქცნენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფერი აქვთ საერთო… სიაში მეოთხე ადგილს Lady Gaga, ხოლო მეხუთე ადგილს Adele იკავებს. რაც უნდა იყოს და მათი ფანები რასაც უნდა ფიქრობდნენ მათ კონკურენციაზე, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე შემსრულებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის მუსიკის განვითარებაში.
 
რაც შეეხება მომდევნო ადგილს, იგი აწ გარდაცვლილმა Whitney Houston-მა დაიკავა. მეშვიდე პოზიციაზე Janet Jackson-ი გავიდა. ათეულში ადგილი მოიძებნა Christina Aguilera-სთვის. მეცხრე პოზიცია კი Mary J. Blige-მ დაიკავა. მეათე ადგილის მფლობელი კი P!nk გახდა.
 
ასეულში ასევე მოხვდნენ: Britney Spears, Pussycat Dolls, Demi Lovato, Jordin Sparks, Robyn, Avril Lavigne, Miley Cyrus, Spice Girls, Leona Lewis, M.I.A., Natasha Bedingfield, Ke$ha, Kylie Minogue, Toni Braxton, Taylor Swift, Nicki Minaj, Shakira, Fergie, Amy Winehouse, Rihanna, Kelly Clarkson, Katy Perry, Jennifer Lopez, Alicia Keys და Gwen Stefani…

1 Comment

Filed under სიახლეები

Lady Gaga-ს რევანში Virgin Media Music Awards-ზე

მართალია Lady Gaga, Grammy Awards-ზე მშრალზე დარჩა, თუმცა პოპ მონსტრმა Virgin Media Music Awards-ზე მოახერხა საუკეთესო პოპ ალბომის ნომინაციაში გამარჯვება და მისი ალბომი Born This Way 2011 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა.

თუმცა სტეფანი მხოლოდ ამას არ დასჯერდა და ყველა იმ ნომინაციიდან მიიღო პრიზი, რომელზეც ნომინირებული გახლდათ. საბოლოოდ Lady Gaga-მ სახლში 5 ჯილდოს წაღება მოახერხა.

თუკი ვინმეს ეგონა, რომ Grammy Awards-ზე Adele-ს ტრიუმფის შემდეგ დედა მონსტრის ხანა დასრულდა გეტყვით, რომ მწარედ მოტყუვდით…

Leave a comment

Filed under სიახლეები

LMFAO – Sexy and I Know It – YouTube

LMFAO – Sexy and I Know It – YouTube. i Love This Song ❤

Leave a comment

Filed under პოსტები