მხოლოდ ერთი დღე 

ერთხელ დილით,როცა ქალაქმა გაიღვიძა,და ხალხი გამოვიდა სახლებიდან,ცამ დაქუხა,ყველამ აიხედა ზევით და გაოცებულები გაშეშდნენ ადგილებზე.მზეს ფორმა შეცვლოდა და მოხუცი კაცის გამოსახულება მიეღო,ანათებდა,კაშკაშებდა და იცინოდა.ყველა მიხვდა,რომ ეს კარგის მომასწავლებელი იყო.იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ადამიანები ერთმანეთს კეთილად ექცეოდნენ,უღიმოდნენ,ძაღლებ კატებს ეფერებოდნენ,მშიერ მათხოვრებს უფასოდ აჭმევდნენ,ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ,არავინ ჩხუბობდა,არავნ ქურდობდა,ადამიანები სიკეთით აივსნენყველას მიმართ.ეს დიდი ზეიმ იყო,დამთავრდა ეს დღე და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა.ეს საოცნებო დღე იყო.მოხუცმა ჯადოქარმა ეს დღე ხალხს აჩუქა,რომ თვალი აეხილა მათთვის,სიკეთე გაეხსენებინა და დაეფიქრებნა რა ლამაზია ეს ცხოვრება…..

 

Leave a comment

Filed under მოთხრობები

I Love This Song <3

Leave a comment

Filed under პოსტები

“ვინ იქნება შემდეგი”

ვარსკვლავური ცხოვრება მართლაც რომ რთულია თაყვანისმცემლებით და დიდებით განებირვებული ეგრეთწოდებული “სელებრითები”-ს განუყრელი მეგობარი დროთა განმოლობაში ნარკოტიკი ხდება,თითქოს ამაში პოულობენ შვებას ან უბრალოდ პოზაა….

თუმცა შედეგი ყველასთვის  ერთია და, თუ ასე გაგრძელდა,ჰოლივუდში ვარსკვლავების კრიზსი დაიწყება.ჰიტ-ლეჯერი,ბრიტანი მერფი,ემი ვაინჰაუსი, ნარკოტკის გადამეტებული დოზის მიღებით გარდაიცვალნენ სცენის ლეგენდამ ვიტნი ჰიუსტონმაც ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება.თუმცა არც ერთ მათგანს პოპულარულობა არ აკლდა,სიკვდილის შემდეგ მაინც უფრო შეიყვარეს და დააფასეს ისინი.

სანტერესოა ვინ იქნება შემდეგი ???????????

Leave a comment

Filed under პოსტები

რატომ დაშორდნენ ადამ ლევინი და ანა ვიალიცინა?!

Maroon 5-ის ვოკალისტის ადამ ლევაინისა და Victoria’s Secret-ის ანგელოზის ანა ვიალიცინას გზები გაიყარა. მათი დაშორების შესახებ ჭორები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ამჟამად ინფორმაცია თავად მოდელმა დაადასტურა.

“მე და ადამი ერთმანეთს მშვიდად დავშორდით. მე იგი დღემდე მიყვარს და პატივს ვცემ, როგორც მეგობარს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ” – განაცხადა 26 წლის უმშვენიერესმა მოდელმა.

წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს ერთ-ერთ შოუში გაიცნო, სწორედ მას შემდეგ დაიწყო მათი ურთიერტობა. 2012 წელს კი ლევაინი ვიალიცინა არაოფიციალურად დაინიშნენ. მაშინ ადამი ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა…

წყვილს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად მათი დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება.

Leave a comment

Filed under სიახლეები

ვინ არის პოპის დედოფლის ახალი სამიზნე?

მადონა კვლავ ცდილობს სკანდალებით მიიქციოს ყურადღება. ამჟამად კი ნიკი მინაჟთან ერთად ახერხებს ამ ყველაფერს. სანამ გეტყვით თუ სიმღერის გარდა რა საერთო აქვთ მათ, მოდით რამდენიმე ეპიზოდს გაგახსენებთ პოპის დედოფლის ცხოვრებიდან.

სცენაზე დადგმული ეროტილუ შოუები მისგან არავის უკვირს. თუმცა ნამდვილი შოკი იყო ყველასთვის, როდესაც 2003 წელს ემთივის დაჯილდოების ცერემონიალზე ბრიტნი სპირსთან და კრიტინა აგილერასთან პერფომანსისას ქალბატონებმა ერთმანეთს ტუჩებში ვნებიანად აკოცეს. ახლა კი კვლავ მინაჟს დავუბრუნდეთ. სწორედ ის გახლავთ მადოს მომდევნო სამიზნე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლიპ Give me all your luvin’-ის გადაღებებზე რეპისა და პოპის დედოფლებმა ერთმანეთს აკოცეს. ახლა კი ამის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალაც გამოჩნდა ინტერნეტში.

ვიდეოში კარგად ჩანს როგორ მიაქვს მადონას სადღესასწაულო სანთლებით გაფორმებული ნამცხვარი ნიკის დაბადების დღის მისალოცად, სანთლების ჩაქრობის შემდეგ კი პოპის დედოფალმა კოცნით დაასაჩუქრა. მოგვიანებით კი კომენტარი გააკეთა სადაც თავისის საქციელი სასმელს დააბრალა. თუკი მადონას არც ისე წარმატებულ პირად ცხოვრებას გადავხედავთ შესაძლოა ისიც ვივარაუდოდთ, რომ იგი მდედრობითი სქესისადმი არც ისე გულგრილია, თუმცა პრესაში საუბრობენ იმაზეც, რომ 54 წლის მომღერალი მალე მის ამჟამინდელ ბოიფრენდზე ბრაჰიმ ზაიბატზე აპირებს დაქორწინებას.

Leave a comment

Filed under სიახლეები

Katy Perry – Part Of Me – დოკუმენტური ფილმი მომღერლის შესახებ

კეიტი პერი წარმატებული სასიმღერო კარიერის შემდეგ ცდილობს კინოინდუსტრიაში მოსსინჯოს ძალები. უფრო კონკრეტულად კი მომღერალი დოკუმენტურ ფილმს ამზადებს საკუთარი თავის შესახებ.

ფილმში შესული იქნება ტურნეების დროს გადაღებული და კადრს მიღმა დარჩენილი მომენტები. თავად კეიტი კი მოგვიყვება თუ როგორ მოხვდა საეკლესიო გუნდის მომღერალი დიდ სცენაზე. ფილმის სახელწოდება მისი ბოლო სინგლის ანალოგი იქნება და “Part Of Me” გახლავთ.

უნდა აღინიშნოს რომ პერიმ ფეხი აუწყო კინოინდუსტრიის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ფილმი 3D-ში იქნება გადაღებული.

დოკუმენტური ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შეეხება მის პრემიერას, იგი 5 ივლისს არის დაგეგმილი.

Leave a comment

Filed under სიახლეები

Rihanna კვლავ ყურადღების ცენტრშია

სულ რამდენიმე დღის წინ იყო როდესაც ბარბადოსელმა მომღერალმა Rihanna-მ Twitter-ის პერსონალურ გვერდზე საკუთარი შიშველი ფოტო გამოაქვეყნა. მოგვიანებით მართალია ამ ფაქტს გამართლება მოეძებნა, რადგან კლიპის გადაღებებიდან იყო ფოტო, თუმცა ამჟამინდელი შემთხვევა არაფერ შუაშია კლიპთან.

 
მომღერალი ნიუიორკში დააფიქსირეს პაპარაცებმა, ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია, რადგან Rihanna-ს გამჭვირვალე მაისური ეცვა და კარგად შეიძლებოდა მისი მკერდის დანახვაც.
 
საინტერესოა რას შემოგვთავაზებს მომავალი კვირისთვის რირი… იქნებ ქვედა საცვლების გარეშეც გამოჩნდეს ქუჩაში…

Leave a comment

Filed under პოსტები, სიახლეები

ვინ არის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ვარსკვლავი?

”Billboard”-მა 2012-წლის ყველაზე შემოსავლიანი შემსრულებლების სია გამოაქვეყნა. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სიის სათავეში ქანთრი პოპ მომღერალი Taylor Swift აღმოჩნდა 35.7 მილიონი დოლარით.

 
სიაში მოხვედრის პატივი წილად ხვდა Lady Gaga-საც 25.3 მილიონი დოლარით. ასევე ათეულში მოხვდნენ Bon Jovi და Adele.
 
უნდა აღინიშნოს რომ წარმოდგენილი იყო სულ 40 ვარსკვლავი, მათ შორის Linkin Park, Kanye West, Justin Bieber, Backstreet Boys, Foo Fighters, Usher, Enrique Iglesias, Rihanna, Michael Bublé, Britney Spears და Katy Perry.
ჟურნალმა “Forbes”-მა გამოაქვეყნა 2011 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი მომღერლების სია:
1 – Lady Gaga ($90 მილიონი);
2 – Taylor Swift ($45 მილიონი);
3 – Katy Perry ($44 მილიონი);
4 – Beyonce Knowles ($35 მილიონი);
5 – Rihanna ($29 მილიონი);
6 – Pink ($22 მილიონი);
7 – Carrie Underwood ($20 მილიონი);
8 – Celine Dion ($19 მილიონი);
9 – Adele ($18 მილიონი);
10 = Alicia Keys ($10 მილიონი);
10 = Britney Spears ($10 მილიონი).

Leave a comment

Filed under სიახლეები

რიანა არმანის ახალ ვიდეო რგოლში

 შეგახსენებთ, რომ მომღერალმა 
არმანისთან კონტრაქტი ივლისის თვეში გააფორმა და დღემდე საკმაოდ წარმატებულად უწევს 
რეკლამირებას ბრენდს. 

ახლახანს კი, 24 წლის მომღერალი ბრენდის ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს. სარეკლამო 
კამპანიაში რიანამ რა თქმა უნდა ბრენდის საცვლები და ჯინსები წარმოადგინა. მის 
სექსუალურობას კი არმანის სამოსი კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. სარეკლამო კამპანია 
გადაიღო სახელგანთქმული რეჟისორის რიდლი სკოტის ქალიშვილმა ჯორდან სკოტმა. 
წინა სარეკლამო კამპანიისგან განსხვავებით, რიანა ამჯერად არა ქერა თმაში, არამედ შავ
თმაში გვევლინება.
 ახალი სარეკლამო რგოლი შავ–თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. 

ეს იყო პირველი  ‘ARMANI’-ს  ვიდეო Rihanna-ს მონაწილეობით  იხილეთ მეორე:

1 Comment

Filed under სიახლეები

რაში უხდიან Beyonce-ს 100 მილიონს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის ”X Factor”-ის შემქმნელი საიმონ ქოული, R’n’B დივა, ბიონსეს 100 მილიონ დოლარს სთავაზობს, თუკი ის ჟიურის წევრობაზე თანხმობას განაცხადებს.

 
თუკი ბიონსე ამ შემოთავაზებას დათანხმდება გარდა იმისი, რომ მისი ბიუჯეტი 100 მილიონით გაიზრდება, ეს იქნება ყველაზე სოლიდური სატელევიზიო ანაზღაურება.
 
შეგახსენებთ, რომ ამ კანდიდატურაზე ცოტა ხნის წინ მერაია ქერი განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს საიმონს პოპულარული და ენერგიული ბიონსე ურჩევნია, მოსაწყენ დივას.

Leave a comment

Filed under სიახლეები